სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ ორგანიზებული „უსაფრთხოების საზაფხულო სკოლა“ დასრულდა.
პროექტის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა მსმენელებს სერტიფიკატები გადასცა და მათ წარმატება უსურვა.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოში მცხოვრები საქართველოს 20 მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, რომლებსაც 10 დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობისა და მისი ძირითადი ფუნქციების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ექსპერტები უზიარებდნენ.
,,უსაფრთხოების საზაფხულო სკოლა“ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის პროექტია. მისი იდეა საქართველოს მოქალაქეებში უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა.