უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 კრედიტს, სემესტრში – 30 კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 2 სემესტრს შეადგენს - 1 აკადემიურ წელს.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება მიენიჭება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდას და აკადემიის მიერ განსაზღვრულ შიდა გამოცდებს.
  • აკადემიის შიდა გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს მაგისტრანტობის ის კანდიდატი, რომელიც გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
  • პირი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდებს, აკადემიას მიმართავს შიდა გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით.

აკადემიის შიდა გამოცდები

აკადემიის შიდა გამოცდები მოიცავს 3 ეტაპს:

I ეტაპი გამოცდა ინგლისურ ენაში

კანდიდატი აბარებს წერით გამოცდას ინგლისურ ენაში, ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის ცოდნის დადასტურების მიზნით.

მაქსიმალური 100 ქულა
გადასალახი ზღვარი 51 ქულა

მაგისტრანტობის კანდიდატი თავისუფლდება ინგლისური ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდისაგან, თუ წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე საერთაშორისო სერტიფიკატს ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ ვალიდურ სერტიფიკატს (CERTUS), ან ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სხვა) დასრულების დამადასტურებელ დიპლომს.

Cambridge ESOL Exams · მინიმუმ B2 დონე
  • IELTS≥ 5.5 ბენდი
  • FCE≥ Grade C
  • BEC Vantage≥ Grade C
  • ILECPass with B2
  • BULATS65–69
  • TOEIC715–795
  • TOEFL (Aptis)46–49

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატი დაშვებული იქნება მეორე ეტაპზე.

II ეტაპი ანალიტიკური წერა

კანდიდატი ასრულებს სცენარზე დაფუძნებულ ანალიტიკურ წერით დავალებას, რომელიც მიზნად ისახავს მისი ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკული შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის შეფასებას.

მაქსიმალური 60 ქულა
გადასალახი ზღვარი 30 ქულა
შეფასების კრიტერიუმები:
  • პრობლემის იდენტიფიცირება 10 ქულა
  • ანალიზის სიღრმე 15 ქულა
  • არგუმენტაცია 15 ქულა
  • გადაწყვეტილების ლოგიკა 15 ქულა
  • სტრუქტურა და წერითი კომუნიკაცია 5 ქულა

ანალიტიკური წერითი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატი დაშვებული იქნება მესამე ეტაპზე.

III ეტაპი გასაუბრება

კანდიდატი გაივლის გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან. გასაუბრება ტარდება სტრუქტურირებული ფორმით და მიზნად ისახავს კანდიდატის ანალიტიკური აზროვნების, არგუმენტაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარისა და პროფესიული მოტივაციის დამატებით შეფასებას.

მაქსიმალური 40 ქულა
გადასალახი ზღვარი 21 ქულა
შეფასების კრიტერიუმები:
  • ანალიტიკური აზროვნება და მსჯელობის სიღრმე 10 ქულა
  • არგუმენტაცია და გადაწყვეტილების ლოგიკა 10 ქულა
  • კომუნიკაცია და პოზიციის დაცვა 10 ქულა
  • მოტივაცია და პროგრამასთან შესაბამისობა 10 ქულა

საერთო შეფასება

მისაღები გამოცდის ჯამური მაქსიმალური შეფასება
100
60
წერითი გამოცდა
40
გასაუბრება

კანდიდატმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა, თუ:

  • გადალახა წერითი გამოცდის მინიმალური ზღვარი (30 ქულა);
  • გადალახა გასაუბრების მინიმალური ზღვარი (21 ქულა);
  • ჯამურად დააგროვა მინიმუმ 51 ქულა.

საბოლოო რეიტინგის განსაზღვრა

პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით კანდიდატთა საბოლოო რეიტინგი განისაზღვრება შიდა მისაღები გამოცდის შედეგების საფუძველზე. შიდა მისაღები გამოცდის საბოლოო სარეიტინგო ქულა გამოითვლება შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

  • სცენარზე დაფუძნებული ანალიტიკური წერითი დავალება მაქს. 60 (60%)
  • გასაუბრება მაქს. 40 (40%)

კანდიდატის საბოლოო სარეიტინგო ქულა წარმოადგენს აღნიშნული კომპონენტების ჯამს და შეადგენს მაქსიმუმ 100 ქულას.

პროგრამაზე ირიცხებიან ის კანდიდატები, რომლებმაც:

  • წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო გამოცდები;
  • გადალახეს ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ზღვარი (ან გათავისუფლდნენ მისგან ამ წესით დადგენილი საფუძვლებით);
  • გადალახეს შიდა მისაღები გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
  • დაიკავეს შესაბამისი ადგილი საბოლოო სარეიტინგო სიაში.

კანდიდატები პროგრამაზე ირიცხებიან საბოლოო სარეიტინგო ქულის კლებადობის მიხედვით. თანაბარი საბოლოო სარეიტინგო ქულის მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კანდიდატს, რომელმაც მიიღო უფრო მაღალი შეფასება გასაუბრებაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 20

სამაგისტრო პროგრამაზე მიღების ვადები

  • 01–11 სექტემბერი, 2026
    მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)
  • 16 სექტემბერი, 2026
    გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური ენა) — გამოცდის ჩაბარების ვალდებულება არ ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს
  • 18 სექტემბერი, 2026
    უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება
  • 21 სექტემბერი, 2026
    ანალიტიკური წერა
  • 24 სექტემბერი, 2026
    ანალიტიკური წერის შედეგების გამოცხადება
  • 25 სექტემბერი, 2026
    ანალიტიკური წერის შედეგების გასაჩივრება
  • 28 სექტემბერი, 2026
    აპელაციის შედეგების გამოცხადება
  • 30 სექტ. – 01 ოქტ., 2026
    გასაუბრება
  • 03 ოქტომბერი, 2026
    გასაუბრების შედეგების გამოცხადება
  • 05–08 ოქტომბერი, 2026
    მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება და ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაცია

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

საბუთების მიღება იწარმოებს მატერიალურად. მისამართი: ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4
  • განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე.
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი.
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და მისი დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2026 წლის კურსდამთავრებულთათვის — ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე).
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაბეჭდი საიტიდან naec.ge).
  • ფოტოსურათი — ზომით 3×4 (ბეჭდური — 2 ცალი და ელ. ვერსია CD-ზე).
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ინგლისური ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატისა ან/და დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში).
  • სამოტივაციო წერილი.

ჩამოსატვირთი მასალა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით (+995 32) 2413775

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • მისცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე თეორიების, კონცეპტუალური ჩარჩოებისა და უსაფრთხოების გარემოს ძირითადი ტენდენციების სისტემური და ინტეგრირებული ცოდნა, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროცესების კომპლექსური გააზრების მიზნით.
  • განუვითაროს პრაქტიკაზე ორიენტირებული ანალიტიკური უნარები, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების საფრთხეების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზს და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, რეალურ სამუშაო გარემო პირობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • ჩამოუყალიბოს უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების დაგეგმვის პროფესიული კომპეტენციები, კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული ოპერაციების და ფსიქოლოგიური ფაქტორების ინტეგრირებული ანალიზისა და შეფასების საფუძველზე.
  • განუვითაროს გამოყენებითი ანალიტიკური კვლევის განხორციელების, პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების შეფასებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი.
პროგრამის მოცულობა
წელიწადში – 60 კრედიტი
სემესტრულად – 30 კრედიტი
60
ECTS

კრედიტების განაწილება

45ECTS
სავალდებულო სასწავლო კურსები
10ECTS
ანალიტიკური პროექტი
5ECTS
არჩევითი სასწავლო კურსები

სტუდენტის მიერ სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის დაგროვების შემდეგ, სტუდენტს ენიჭება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.

დიპლომი: კურსდამთავრებულისათვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება დიპლომით.

სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ სტუდენტის მაქსიმალურ შეფასება 100 ქულის ტოლია და წარმოადგენს შუალედური (ერთჯერადი ან მრავალჯერადი) და დასკვნითი შეფასების ჯამს, რაც წარმოადგენს საბოლოო შეფასებას.

შეფასების სისტემა

დადებითი შეფასებები
  • A
    ფრიადი
    91–100 ქულა
  • B
    ძალიან კარგი
    81–90 ქულა
  • C
    კარგი
    71–80 ქულა
  • D
    დამაკმაყოფილებელი
    61–70 ქულა
  • E
    საკმარისი
    51–60 ქულა
უარყოფითი შეფასებები
  • FX
    ვერ ჩააბარა
    41–50 ქულა
    სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება.
  • F
    ჩაიჭრა
    40 ქულა და ნაკლები
    სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი.

მზად ხართ დასაწყებად?

შემოუერთდით ათასობით კურსდამთავრებულს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ცვლილებებს ახდენენ.

ავტორიზაცია