უკან დაბრუნება
10 სექტემბერი, 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში NEXUS Georgia 2026-ის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაში ქიმიურ და ბიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების უწყებათაშორისი პრაქტიკული სწავლება NEXUS Georgia 2026-ის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

საველე-პრაქტიკული სწავლება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით ჩატარდა, რომლის
მიზანს, სწავლების პროცესში გამოვლენილი შესაძლებლობების, არსებული პრაქტიკისა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების შეფასება წარმოადგენდა. 

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

სხვა სიახლეები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის საავტორო ტრენინგკურსი „ანალიტიკური საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში“ დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ ორგანიზებული მოკლევადიანი ტრენინგკურსი „ორგანიზებული კიბერშეტევითი ჯგუფები და მათი გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე“ დასრულდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ ორგანიზებული „უსაფრთხოების საზაფხულო სკოლა“ დასრულდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ  იმერეთის რეგიონში ორგანიზებული ინტეგრირებული ტრენინგკურსი „ოპერატიული, საგამოძიებო და ანალიტიკური საქმიანობის საფუძვლები სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში“ დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო.