სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია აცხადებს მიღებას საავტორო მოკლევადიან ტრენინგკურსზე „ორგანიზებული კიბერშეტევითი ჯგუფები და მათი გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.“
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 21 წლის ასაკიდან.
მსმენელები დარგის მოქმედი ექსპერტებისგან შეისწავლიან თანამედროვე კიბერსაფრთხეების იდენტიფიცირებისა და პრევენციის ძირითადად პრინციპებს, კიბერშეტევითი ჯგუფების საქმიანობის მეთოდებსა და მათ გავლენას სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.
აპლიკაციები მიიღება: 2026 წლის 6 ივლისის ჩათვლით.
შერჩევის პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
აპლიკაციის მიღება
აპლიკაციის შერჩევა
გასაუბრება
ტრენინგი გაიმართება 28, 29 და 30 ივლისს, 19:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.
პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
მისამართი: ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: